კახა კალაძე: საკარანტინო წესები და კომენდანტის საათი ეხება უკლებლივ ყველა დღეს, გამონაკლისის გარეშე

“რასაკვირველია, არც მართლმადიდებლების, ისევე როგორც სხვა კონფესიების დღესასწაულები ვერ იქნება გამოცხადებული წესების დროებით შეჩერების საბაბი და ამ დღესასწაულებისა და რიტუალების გამო არ შეჩერდება საერთო მტერი, რომელსაც ვერ ვხედავთ და კორონავირუსი ჰქვია. რომელიც, შეიძლება ითქვას, სიკვდილის ცელით დადის მთელ მსოფლიოში და საშინელ კვალს ტოვებს. ჩვენ ვნახეთ რამდენი ადამიანი დაიღუპა ევროპულ ქვეყნებში. იგი ძალიან მძიმე შედეგებს ტოვებს. ვფიქრობ, საკუთარი რწმენის სიმყარე, საკუთარი რიტუალების დაცულობა შესაძლებელია იმ პირობებშიც და იმ წესების დაცვით, რაც ამ ეტაპზე არის საქართევლოს მთავრობის მიერ დადგენილი. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენი სულიერი მამები , საპატრიარქო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული წესების დაცვას, შეუწყობს ხელს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ილოცებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის.
გუშინაც ვთქვი, ქვეყანაში მოქმედებს ერთიანი საკარანტინო წესები, მოქმედებს კომენდანტის საათი და ეს ეხება უკლებლივ ყველა დღეს, გამონაკლისის გარეშე, ასევე წესების დაცვა ეხება ყველას გამონაკლისის გარეშე”-განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: უკვე შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლე