კახეთში ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეგიონში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება და ავტომაგისტრალები ქარისგან დამტვრეული ხეებისგან მთლიანად გაწმენდილია.

თელავის მერიის ინფორმაციით, სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდენითი სამუშაოები ხვალ დილიდან ინტენსიურად დაიწყება.

თელავის მერის მოადგილის აკა საჩიშვილის თქმით, ძლიერმა ქარიშხალმა, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, კავკასიონისა და ალაზნის გამზირებზე საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.

“ამ დროისთვის მერიის შესაბამის სამსახურში შემოსულია 5 შეტყობინება, რომ სხვადასხვა ქუჩაზე დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლებიც. თელავის მერიაში დილიდან შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე ამოწმებს და ამასთანავე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. დღის ბოლომდე სრულად გვეცოდინება ზიანის ოდენობა და აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდანვე დაიყება”, – განაცხადა თელავის მერის მოადგილემ აკა საჩიშვილმა.

ძლიერმა ქარიშხალმა, კახეთში საკარმიდამო ნათესები და ერთწლიანი კულტურებიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : ჩვენ რუსეთის მხარდაჭერა გვჭირდება