კახეთში მდებარე ორი საკარანტინო ზონა 120-მა ადამიანმა დატოვა

კახეთში მდებარე ორი საკარანტინო ზონა 120-მა ადამიანმა დატოვა. ისინი სასტუმროებში “ლოპოტა“ და “ყვარლის ტბა“ 14 დღის განმავლობაში ექიმთა რეგულარული დაკვირვების ქვეშ იყვნენ. კარანტინის დატოვებამდე ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

სულ კახეთში საკარანტინო სივრცე 12 სასტუმროშია განთავსებული. საქართველოს მასშტაბით კი, სულ 83 სასტუმროში 5,100-ზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული.

“კახეთის ორი საკარანტინო ზონიდან გადის ჯამში 120 ადამიანი. 12 ლოკაცია გვაქვს, სადაც საკარანტინო ზონებია გახსნილი. ყველა ამ ლოკაციაზე ძალიან ნორმალური ვითარებაა,” – აცხადებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა არის არა გადაწყვეტილება, არამედ ინიციატივა და ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო