კახა მიქაია: იმედია, პოლიტიკურ ამბიციებს არ შეეწირება ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს მართლაც ყველაზე მასშტაბური პროექტი!

გიხაროდენ!!!

“ფაქტია, რომ TBS ბანკის ირგვლივ დატრიალებულმა
ს კ ა ნ დ ა ლ მ ა აშკარად პოლიტიკური ელფერი მიიღო!!!
რაც, უფრო ხელისუფლების დამსახურებაა, ვიდრე უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუციის მესვეურთა!!!

რა ბედი ელის ამ პროცესის ფიგურანტებს?!
რა ბედი ელის TBS ბანკს და განსაკუთრებით, ანაკლიის პორტის საუკუნოვან პროექტს?! ეს ის კითხვებია, რომელზედაც პასუხი ქვეყნის(განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის ) და მის მომავალზე ორიენტირებული თითოეული მოქალაქისათვის ძალიან საინტერესოა.

ვიმედოვნებ, TBS ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესი, სადაც ხშირია მინიშნება ანაკლიის პორტის მშენებლობის სავარაუდო ჩაშლაზე თუ არა, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე(მეტწილად ბანკის წარმომადგენლების მხრიდან), არ გაცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და მავანთა პოლიტიკურ ამბიციებს არ შეეწირება ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს მართლაც ყველაზე მასშტაბური პროექტი!!!”,-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს