კახა მიქაია: ,,ჩვენ არასოდეს მოგექცევით ისე, როგორ მოქცევასაც თქვენ იმსახურებთ!”

გიხაროდენ!!!

“,ქართუ ბანკის” თანამშრომელთა მთავრობის პრემიერმინისტრის პასუხი (,,უღირსი ადამიანები სამშობლოს სიყვარულში ნუ გაგვეჯიბრებიანო”), რუსთავი 2-ს ორივე ფრთის, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელთა შეტევაზე, გია ცერცვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცრემლებამდე ამაღელვებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერის სიტყვების ჭეშმარიტებას, ნაციონალებისა და ევროპელი ქართველების ქედმაღლობაზე და ,,ქართუ ბანკის” თანამშრომელთა სულგრძელობასა და თავმდაბლობაზე.
დიახ, სწორედ, სულგრძელობითა და თავმდაბლობით იყო მოტივირებული თეა წულუკიანის პრეტენზია უჩა ნანუაშვილისა და ზაზა ხატიაშვილისადმი მათ ქედმაღლურ საქციელზე სტრასბურგში, რამაც, ჩვენს მიერ შერჩეული, პატიოსანი, ობიექტური და რაც მთავარია, სულგრძელი და თავმდაბალი მოსამართლეების ჩაგდება გამოიწვია ევროპულ სასამართლოში გამართულ კენჭისყრაზე.

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში
დიახ, სწორედ, სულგრძელი და თავმდაბალი სასამართლო თუ გაათავისუფლებდა ქედმაღალ უგულავას პატიმრობიდან და შვიდი წლიდან წელიწადნახევრამდე შეუმცირებდა სასჯელს ე.წ. ,,კაბელების საქმის” ქედმაღალ ბიჭებს.
განა ვინმეს შეეპარება ეჭვი, ,, ქართუ ბანკის” თანამშრომელთა მთავრობის და კერძოდ, მურუსიძის სასამართლოს სულგრძელობასა და თავმდაბლობაში, როცა სულ მალე, ქედმაღალი მერაბიშვილი გათავისუფლდება პატიმრობიდან?!
.… და საერთოდ, მინდა გვახსოვდეს, ქედმაღალო ოპოზიციავ და ქედმაღალო ქართულო საზოგადოებავ, ,,ქართუ ბანკის” დამაარსებლის სიტყვები მიხეილ სააკაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობისადმი,”
,,ჩვენ არასოდეს მოგექცევით ისე, როგორ მოქცევასაც თქვენ იმსახურებთ!”
დიახ, ჩვენ სულგრძელი და თავმდაბალი ხელისუფლება გვყავს და არა უნიათო, როგორც თქვენ გაიძახით, თქვე ქედმაღლებო, თქვენა!!!
P.S. არაფერი რომ არ ვთქვა, ქედმაღალი დოლარის დამოკიდებულებაზე თავმდაბალ ლართან”–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა
შემდეგი სტატია„კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს