„კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულმა, თავდაცვის სამინსიტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მას შემდეგ დატოვეს, რაც ისინი, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.

საქმეზე ბრალდებულები იყვნენ: გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური, რომელთაც თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებიდან 8 თვის შემდეგ, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

გასული წლის 16 მაისს, ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი გამოაცხადა.უშინ, 26 იანვარს, ე.წ. კაბელების საქმეზე საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გადამეტების მუხლით გადაკვალიფიცირდა.

დაკავებულებს ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შესაბამისად, ყოფილ მაღალჩინოსნებს საპატიმრო ორ თვეში უნდა დაეტოვებინათ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ჩვენ არასოდეს მოგექცევით ისე, როგორ მოქცევასაც თქვენ იმსახურებთ!”
შემდეგი სტატიაკაბელების საქმეში ბრალდებული: ველოდი,რომ პრეზიდენტი შეგვიწყალებდა