კახა მიქაია- ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და საზოგადოებისთვის ამიტომ გავხადე ეს ინფორმაცია საჯარო

“დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის ჩანაწერი წარადგინა, რომელშიც მისი თქმით, ზუგდიდის მაღალჩინოსნების კორფიულ გარიგებაზეა საუბარი. როგორც სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მიქაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე მას გამომძიებლებმა კითხვები დაუსვეს, თუმცა კონკრეტულად რა შინაარსის კითხვები იყო, მიქაია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს.

კახა მიქაიამ ასევე არ დააკონკრეტა კორუფციული გარიგების შესახებ ჩანაწერში, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი.

“სუს-ში დავტოვე მეხსიერების ბარათი. როგორც იცით, ამ ბარათში ჩანაწერი გრძელდება საათსა და 57 წუთის განმავლობაში. მათ, ცხადია, გარკვეული კითხვები ჰქონდათ,მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, ჩემს მიერ დატოვებული მეხსიერების ბარათი გამოძიებას დაეხმარება, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და ეფექტურად. კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ,თუმცა ტელევიზიებს: “იმედს” და “რუსთავი 2″-ს აქვთ ჩანაწერები და ამონარიდები. სხვას ვერაფერს გეტყვით. შინაარსზე ვერ ვისაურებ. ჩანაწერი ჩემი თანდასწრებით არ უნახავთ, თუმცა მე ის დავტოვე. მათ მითხრეს, რომ გამოძიება იწყება. გამოძიებას ხელი არ უნდა შევუშალოთ. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, ვთქვი, რომ ამ ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და საზოგადოებისთვის ამიტომ გავხადე საჯარო ეს ინფორმაცია. „ფლეშკა“ ამიტომ მივიტანე სუს-ში”, – განაცხადა მიქაიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომავალშიც თუ დაიბარეს გამოკითხვაზე, მზად არის კვლავ უპასუხოს გამოძიების კითხვებს.

სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ამ წუთებში, სუს-ში გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობამ აქცია გამართა
შემდეგი სტატიაშსს-მ ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი