ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობამ აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დღეს საავტომობილო გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები პროტესტის მიზნით გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცათ.

აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ განაცხადა, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირში მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია- ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და საზოგადოებისთვის ამიტომ გავხადე ეს ინფორმაცია საჯარო