კახა კუკავამ იუსტიციის სახლთან აბრა „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ გააკრა
მნიშვნელოვანი
- „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ იუსტიციის სახლთან აბრა „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ გააკრა.
სხვა სტატიები
- სოსო ჯაჭვლიანი: მამიდაჩემი უპატიოსნესი ქალია და მოუარონ თავიანთ მამიდებს
- “როგორ უნდა მოგვესწრო დაპირისპირება 1 კვირაში”? – მერიაში გავრცელებულ ინოფრმაციას უარყოფენ
- მიხეილ სააკაშვილი მერკელის განცხადებას ეხმაურება-,,დემოკრატია არის მმართველ პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ დღეს ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდება”
„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ იუსტიციის სახლთან აბრა „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ გააკრა.
კუკავამ განაცხადა, რომ იურიდიულ დოკუმენტებში ამ ტერიტორიას ასე ჰქვია, თუმცა, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აბრებზე მხოლოდ „სანაპიროს გამზირი“ წერია.
„ახლა ვართ ზვიად გამსაზურდიას სანაპიროზე. „გუგლშიც“ ასეა, თუმცა აქ წერია, რომ სანაპიროს ქუჩაა. იურიდიულ დოკუმენტებშიც აღნიშნულია, რომ ეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაა. წულუკიანმა ვერ მონახა ამისთვის თანხები და ამ აბრას ჩვენ დავამონტაჟებთ”, – განაცხადა კუკავამ.