კახა კუკავა – „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე მესამედზე ნაკლებ ხმებს აიღებს და ახალი სამთავრობო კოალიცია აუცილებლად შეიქმნება

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 15:29

კახა კუკავა – „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე მესამედზე ნაკლებ ხმებს აიღებს და ახალი სამთავრობო კოალიცია აუცილებლად შეიქმნება

„ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე მესამედზე ნაკლებს აიღებს და აუცილებლად შეიქმნება ახალი სამთავრობო კოალიცია, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კუკავას თქმით, ყველა პარტიას საკუთარი გათვალა აქვს, თუმცა რეალური შედეგი არის სხვა.

„ბუნებრივია, ყველა პარტიას აქვს თავისი გათვლები. ზოგჯერ ეს გათვლები რომ შევკრიბოთ, 200 და 300 პროცენტი გამოდის, მაგრამ რეალურად სხვა შედეგი დგება. „ქართული ოცნება“ აიღებს 2020 წლის არჩევნებზე მესამედზე ნაკლებს და აუცილებლად შეიქმნება ახალი სამთავრობო კოალიცია, სადაც შესაძლოა, „ქართული ოცნება“ იყოს ერთ-ერთი სუბიექტი, მაგრამ მას არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამასთან, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, რა დოზით იქნება წარდგენილი ახალ მთავრობაში არასაპარლამენტო ოპოზიცია, ამომრჩეველზე არის დამოკიდებული.

„თუ იქნება მაღალი აქტიურობა, თუ „თავისუფალი საქართველო“ და სხვა არასაპარლამენტო პარტიები მივიღებთ ბევრ ხმას, მაშინ ჩვენ გვექნება გადამწყვეტი ხმის უფლება, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში. თუ იმ კოშმარული სცენარის მიხედვით განვითარდა ყველაფერი, მაშინ ყველაფერი დარჩება ისე, როგორც დღეს არის – მურუსიძეც, პარლამენტში არსებული უმრავლესობაც, მთავრობაში არსებული წულუკიანიც და სხვა კადრებიც. დანაშაული არ არის, რომ კობახიძეს 45 პროცენტი სურს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მიიღებს ხმების ერთ მესამედზე ნაკლებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ ის მთავრობას დამოუკიდებლად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დააკომპლექტებს“, – განაცხადა კუკავამ.

ამასთან, მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ხელახალი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმაცია რთულად წარმოსადგენია.

„ჩემი აზრით, ეს უფრო ამომრჩევლის დაშანტაჟება იყო. დღეს შექმნილ ვითარებაში რთულად წარმომიდგენია, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმაცია ჰქონდეს მთავრობას. მთავრობას მოუწევს ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებზე წასვლა და კოალიციის შექმნა. ეს იქნება კარგი, წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 15:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics