60% “ქართულ ოცნებას” – კობახიძის ახალი წინასაარჩევნო პროგნოზი

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ პროგნოზი გააკეთა, პირველადი ვერსია შეცვალა. ირაკლი კობახიძე საკუთარ გუნდს დღეს უკვე 60%-ს უწინასწარმეტყველებს.

“არსებული სპექტრის პირობებში, რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით 45% მაინც მინიმუმ იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება “ქართული ოცნება”. თუმცა, 45% არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 60-20-20-ია – 60% “ქართული ოცნება”, 20% “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” და 20% დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი “ქართული ოცნებისთვის,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებით, თუ 2020 წლის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 45% ვერ მოაგროვა, სავარაუდოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დადგება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – რეგიონში სტაბილურობა არის ჩვენი ძირითადი მიზანი
შემდეგი სტატიაკახა კუკავა – „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე მესამედზე ნაკლებ ხმებს აიღებს და ახალი სამთავრობო კოალიცია აუცილებლად შეიქმნება