კახა კუკავა გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ რამოდენიმე თვეა უმძიმეს დაავადებას ებრძვის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი. ამჟამად ის იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი უკანასკნელი სურვილია სიცოცხლეში შეძლოს სამშობლოში დაბრუნება, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გია მაისაშვილის დამსახურება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოთ შესაბამისი თანხები.

კონსტანტინე გამსახურდია

გიგლა ბარამიძე

კახა კუკავა

დიმიტრი ლორთქიფანიძე

banner
წინა სტატიაშისტუდენტების მიერ გადარჩენილი სიცოცხლე
შემდეგი სტატიადიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა