კახა კუკავა : ეგზიტპოლს არ განვიხილავთ როგორც შედეგს, ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება

ეგზიტპოლს არ განვიხილავთ როგორც შედეგს, ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება, – ასე შეაფასა მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ “რუსთავი 2” – ის ეგზიტპოლების შედეგები, რომლის მიხედვითაც ის 3%-ით მე-5 ადგილზე გავიდა.

მისი თქმით, ისინი დაელოდეეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.ბიან ოფიციალურ შედეგებს.

“ჩვენ ამას როგორც შედეგებს არ განვიხილავთ, დაველოდებით არჩევნების ოფიციალურ თუ არა, წინასწარ შედეგებს მაინც და მერე გავაკეთებთ კომენტარს. ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება და არა შედეგი”,- განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, მას მოლოდინი აქვს უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლის აღებისა.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურის თეორიული ალბათობა არსებობს – უგულავას პირველი შეფასება
შემდეგი სტატია„ახლა წყდება არჩევნების რეალური ბედი”- ლიდერთა საბჭო