მეორე ტურის თეორიული ალბათობა არსებობს – უგულავას პირველი შეფასება

,,ევროპული საქართველოს” ერთ ერთ ლიდერის გიგი უგულავას განცხაცდებით, მას ეჭვი არ შეაქვს ეგზიტპოლის შედეგებში. უგულავა მადლობას უხდის ამომრჩეველს, რომელმაც ახლად შექმინილ პარტიას ნდობა გამოუცხადა. უგულავა აცხადებს, რომ პარტიამ და ელენე ხოშტარიამ თბილისში 45 ათასი ხმა მიიღო და ოფიციალური მონაცემები შეიძლება დიდი იყო. ეს მონაცემი მოწომობს იმას რომ პარტია შედგეა. უგულავა ასევე არ გამორციხავს ოფიციალრი მონაცემების შემდეგ მეორე ტურს იყოს. მისი თქმით, ამის თეორიული ალბათობა არსებობს. უგულავას თქმით, თუ მეორე ტური შედგება ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერს მხარს პარტია. მისი თქმით, 4 – 5 რაიონშო დიდი ალბთოაბა არსებობს იმისა რომ ევროპული საქართველოს წევრი მეორე ტურში გავიდეს. უგულავა მოუწოდებს დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს ხმების დათვლისას ,,მედგრად” იყვნენ.

ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

banner
წინა სტატიაში„ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით“ – კახა კალაძე
შემდეგი სტატიაკახა კუკავა : ეგზიტპოლს არ განვიხილავთ როგორც შედეგს, ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება