კახა კალაძე: თბილისის მერია არ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიისგან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტენდერებს კანონით გათვალისწინებული წესით აცხადებს და არ აქვს უფლება, ტენდერის მონაწილეები რაიმე ნიშნით შეზღუდოს. საუბარია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ, ქუჩების მორეცხვის მიზნით შესყიდულ, „კამაზის“ მარკის ავტომანქანებზე.
„თბილისის მერია არ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიიდან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა და არანაირი უფლება არ აქვს, კანონით განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა ან რომელი ფირმის უნდა იყოს. თბილისის მერია აცხადებს შესაბამის ტენდერს, რომელიც არის კანონით გაწერილი. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, აღნიშნულ კომპანიებს ვერ ექნებათ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანია ან უცხოური“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულუ სოხუმი წყლის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია