კახა კალაძე: მინდა, მივულოცო ზუგდიდს, რადგან სწორი არჩევანი გააკეთა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, კახა კალაძეს ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული ოლქების მიხედვით არსებულ შედეგებში ეჭვი არ შეაქვს.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ედიშერ თოლორაის 60% აქვს.

“მინდა, მივულოცო ედიშერ თოლორაიას. ჩვენი მონაცემებით, მან 60%-ზე მეტი მიიღო. მინდა, მივულოცო ასევე ზუგდიდს, რადგან სწორი არჩევანი გააკეთა. რაც შეეხება ედიშერ თოლორაიას კონკურენტს, ეს იყო შექმნილი მითი შექმნილი კონკრეტული ტელევიზიის მიერ. რეალურად, მას არანაირი მხარდაჭერა არ გაააჩნდა. ჰქონდა მხარდაჭერა გარკვეული ადამიანების წრეებში, თუმაც ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მცირერიცხოვანი მხარდაჭერა, რაც ეგზიტპოლის შედეგებში კარგად ჩანს”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” “ქრონიკაში” პირდაპირი ჩართვისას.

“TNS Opinion”- ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატი ედიშერ თოლორდავა სანდრა რულოვსს ამარცხებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატს, ედიშერ თოლორდავას ხმების 58.4% აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ, სანდრა რულოვსს კი, 34.5%.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ვიდრე ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, მუდამ ხალხის გვერდით ვიქნებით
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი : თუ ეგზიტპოლები დაემთხვევა ცესკოს მონაცემებს, ასეთი შედეგები ქვეყნისთვის არ იქნება კარგი