კახა კალაძე – ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიას, რომელიც აეროპორტის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, პასუხისმგებლობა დაეკისროს. როგორც კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია.

“აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მშენებლობა. უნდა ვიყო გულწრფელი და პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია. მე არ ვიცი, ალბათ, ხვალ-ზეგ გვექნება მსჯელობა და დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს. ნამდვილად მიუღებელია ეს დამოკიდებულება თბილისელების მიმართ, 30 მეტრიან მონაკვეთზე უკვე 7 თვეა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ასეთი კომპანიები. ვიმედოვნებ, მომავალ წელს გაცილებით ყურადღებით მოვეკიდებით და გაცილებით ყურადღებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. შესყიდვა ტენდერით ხდება, თუმცა ასეთ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ადგილი და მათ არ უნდა ეძლეოდეთ შესაძლებლობა ასეთ ტენდერებში მონაწილეობის. ამიტომ ამ შენიშვნას ვიღებ და ამას მოჰყვება რეაგირება ჩემი და სამსახურების მხრიდან”,- განაცხადა კალაძემ

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – “ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა, ეს მათ სჩვევიათ