კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა

ძალიან ბევრი ტელევიზია აქტიურობს, ვინმეს რომ არ ეწყინოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავის არ ვასხვავებ ერთმანეთისგან. რომელიღაც კანდიდატს ჰქონდა მოწოდება, მხოლოდ მერს და მელიას დავუჯდები დებატებშიო. მარტო მელიას და კალაძეს კი არა, ყველასთან უნდა დავჯდეთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. 16-მდე კანდიდატია დარეგისტრირებული, შესაბამისად, მე არც ერთ კანდიდატს არ ვასხვავებ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღება
შემდეგი სტატიაპილოტი თემურ თოლომაშვილი – 35 წელია, მფრინავი ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია