კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღება.

კალაძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის მთავარი მიზანი, კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მობილობის შემცირება იყო.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ, სადაც ჩართული არიან დარგის სპეციალისტები, შესაბამისი ექსპერტები და როგორც კი მოგვცემენ საშუალებას, გვეტყვიან, რომ დღეს არის ტრანსპორტის გახსნის შესაძლებლობა, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

ეს გადაწყვეტილება ზოგადად რატომ მოხდა? იზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, გვეღუპებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, რაც უმძიმესია. შესაბამისად, მობილობის დაგდება იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა. დღეს უკვე წამოსულია ინფიცირებულთა რაოდენობა ქვემოთ, როგორც კი გვეტყვიან, რომ გაიხსნას ტრანსპორტი, მაშინვე დაიწყებს მუშაობას. მესმის, რომ ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა