კახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

kaxi1სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა და მას მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტები წარადგინა. საკოორდინაციო ფორუმი საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, რომელსაც საქართველო 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია დახმარების მიმღებ და დონორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ორგანიზებას უწევს და პრინციპებს განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ, ორმხრივ ანგარიშვალდებულებას და მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს. ფორუმის მიზანია საქართველოს მთავრობასა და მეგობარი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს, სააგენტოებსა თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის გაღრმავება და მათგან მიღებული დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან ჰარმონიზაცია.

banner
წინა სტატიაშითანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ
შემდეგი სტატიასენაკელები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან