კადიროვი: იქნებ უკვე კიევში ვართ

კადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში იმყოფებოდა, რათა კიევზე თავდასხმაში მონაწილე ჩეჩენ ჯარისკაცებს შეხვედროდა.

კადიროვმა “ტელეგრამის” საკუთარ არხზე დაწერა, რომ “ამ დღეებში” კიევთან დაახლოებით, 20 კილომეტრში, გოსტომელში იმყოფებოდა, ახლა კი დედაქალაქთან კიდევ უფრო ახლოსაა.

“შემოვიტან ინტრიგას: იქნებ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ სწორ გუნდს ველოდებით?” – წერს კადიროვი.

ჩეჩნურმა სატელევიზიო არხმა “გროზნომ” კვირას ადრე გამოაქვეყნა ვიდეო ტელეგრამის სოციალურ მედია არხზე, სადაც ჩანს, რომ კადიროვი ჩაბნელებულ ოთახში განიხილავს ჩეჩნურ ჯარებთან სამხედრო ოპერაციას.

კადიროვი უკრაინის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტს დაემუქრა:

“ახლა კი მიმართვა პირადად ზელენსკის და მის ბანდას. სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა დაიმალო, ჩვენი მებრძოლები დაგიჭერენ”, – წერს კადიროვი.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: კომენტარები, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ცინიკურია
შემდეგი სტატიასამადაშვილი: „ქართულმა ოცნებამ” თავად იცის ყველაზე კარგად, რომ წაგებულ პოლიტიკურ თამაშში შევიდა