კაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ სოფელ კაჭრეთში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი ისინი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მატი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას და გაუფრთხილებლობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა
შემდეგი სტატიაცნობილი ჟურნალისტის პაველ შერემეტის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია