ჯონ კირბი: ვფიქრობ, ძალიან ადრეა იმის შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს უკრაინის კონტრშეტევაზე

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ყველაფრის გაკეთებას გააგრძელებს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.

„ვნახეთ შეტყობინებები კაშხლის აფეთქებისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ის გასულ წელს უკანონოდ იქნა აღებული რუსეთის მიერ და მას შემდეგ, ის ოკუპირებული აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ცნობების შესაფასებლად და ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, ძალიან ადრეა იმის შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს უკრაინის კონტრშეტევაზე.

გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებში და კვირებში ნახავთ დახმარების დამატებით პაკეტებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვა: რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად
შემდეგი სტატიაპუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა