ჯონ კერი საქართველოში სავარაუდოდ ივნისში ჩამოვა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში სავარაუდოდ ივნისში ჩამოვა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა. ჯონ კერიმ საქართველოში სტუმრობის სურვილი ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. იან კელიმ ეს განცხადება მცხეთაში “11 სექტემბრის სახელობის მემორიალურ ბაღში” გააკეთა სადაც, ტერორისტული აქტის დროს დაღუპული მეხანძრეების ხსოვნას მიაგეს პატივი და მათ საპატივსაცემოდ მარადმწვანე ნერგები დარგეს.

“ როდესაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა მეც ვაშინგტონში ვიყავი. მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კერი მე პირადათაც მესაუბრა ამ ვიზიტის შესახებ და სავარაუდო თარიღათ ივნისის თვე დამისახელა, მაგრა ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი ამიტომ შეხვედრების ზუსტი განრიგი ამ ეტაპზე არ მოგვიმზადებია” – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უსურვა, რომ მეტი ოპტიმიზმით ასახონ ქვეყანაში არსებული რეალობა
შემდეგი სტატია“სესილია მალმსტრომის ვიზიტი დამატებით იმპულსს მისცემს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს”