გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უსურვა, რომ მეტი ოპტიმიზმით ასახონ ქვეყანაში არსებული რეალობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მოულოცა.

კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თავისუფალი მედიასივრცე უსურვა, რომელიც მისი თქმით, არის კიდეც ქვეყანაში.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჟურნალისტების მივულოცო მათი პროფესიული დღე, გისურვოთ წარმატებები, მომავლის იმედი, გისურვოთ თავისუფალი მედიასივრცე, რომელიც არის საქართველოში. მინდა გისურვოთ, რომ ცოტა მეტი ოპტიმიზმით გამოსახოთ ის რეალობა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაშია”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, აზერბაიჯანელ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, “2030”-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდიში ავტობუსების მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაჯონ კერი საქართველოში სავარაუდოდ ივნისში ჩამოვა