ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისი წინამორბედისთვის, დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა სურს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის აზრით, ტრამპისთვის საიდუმლო ბრიფინგების ჩატარებას არაა აუცილებელი.

„რაში მდგომარეობს ამ ბრიფინგების ჩატარების აზრი? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას, გარდა იმისა, რომ ტრამპს შესაძლოა რაღაც წამოსცდეს?“ – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე თეთრი სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მსჯელობს. ტრადიციულად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ უფლება, მოითხოვონ და მოისმინონ დაზვერვის მოხსენებები, რომლებიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისთვის მზადდება.

banner
წინა სტატიაშიგორში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება
შემდეგი სტატიამოძრაობა “სირცხვილია” დღეს დაგეგმილი აქციისთვის უკვე ემზადება