“ჯერ არ ვიცით სხვა ეკლესიების პოზიცია და არ ვიცით თავად უკრაინელთა პოზიცია“- თეოლოგები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებში არ არის – ასეთია თეოლოგ ლევან აბაშიძის შეფასება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით.

აბაშიძის აზრით, მთავარია, როგორი დამოკიდებულება აქვს თვითონ უკრაინელ ერს ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებასთან დაკავშირებით, მეორე ხარისხოვანია ვინ მიულოცავს უკრაინას ეკლესიის დამოუკიდებლობას და ვინ არა.

მისი თქმით, როცა საქართველოს ეკლესიას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის მილოცვას აგვიანებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკლესიის გარდა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციაც არაა ცნობილი.

„რატომ არ ჩქარობს ჩვენი ეკლესია, რატომ იკავებს თავს – ერთი ის არის, რომ ჯერ ჩვენ არ ვიცით სხვა ეკლესიების პოზიცია და მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით თავად უკრაინელთა პოზიცია,“- ამბობს აბაშიძე.

თეოლოგი ნუგზარ ბარდაველიძის აზრით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინული ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვებით რუსეთის გავლენისგან გათავისუფლდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლების მიერ მილოცვა ლოგიკურია.

ბარდაველიძის თქმით, ავტოკეფალიის მიღება საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიას, ხოლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი უკრაინელ კოლეგებს უნდა მიულოცოს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატია,,წინასწარ შედეგებზე საუბარი სწორი არ იქნება, მაგრამ ვისმენთ იდეებს, რითაც უზენაესი სასამართლო უფრო უნდა გაძლიერდეს”