ჯაფარიძე – უგულავას საქმე, რომელმაც თურმე ძიუდოისტი სცემა, არის იმის გამოძახილი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება გრძელდება

უგულავას საქმე, რომელმაც თურმე ძიუდოისტი სცემა, არის იმის გამოძახილი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება გრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს” ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც სასამართლოში ხვალისთვის ჩანიშნულ გიგი უგულავას პროცესს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდეს, ხელისუფლება არჩევნებში უნდა დამარცხდეს და მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელდეს.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდეს, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება არჩევნებში, რადგან ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პოლიტიკური დევნის სისტემა, არ მოახდენს მის დემონტაჟს, ამის ერთ- ერთი გამოძახილია უგულავას საქმე, რომელმაც თურმე სცემა ძიუდოისტი, ეს არის იმის გამოძახილი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება გრძელდება. შარლ მიშელის დოკუმენტით რაც გვაქვს განსაზღვრული, ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იგულისხმება სასამართლო რეფორმირება, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკვე ახალი სისტემით დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, რომ აღარ განმეორდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შეწყდეს,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – 20 ივნისს, როცა გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს
შემდეგი სტატიაგვენეტაძე – ლარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი