ჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან დასრულდა.

“საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, რაც კიდევ უფრო დამძიმდა ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შესაბამისად ყველა ვცდილობ ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ეს ადამიანიც არის ამ ქვეყნის გულმხურვალე მეგობარი, ისიც ეძებს გამოსავალს ამ სიტუაციიდან, ისიც, ისევე როგორც ჩვენ, ფიქრობს რომ გამოსავალი მხოლოდ შეიძლება მოძებნილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი პოზიცია არის იგივე, მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ოცნება უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე უკანასკნელი 4 რაუნდია”. – თქვა ჯაფარიძემ

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ მზად ვართ დიალოგისთვის
შემდეგი სტატიამაია ბითაძე – გიორგი გახარიამ, როგორც ერთ-ერთმა ძალიან წარმატებულმა პრემიერმა, გააკეთა ძალიან ნათელი განაცხადი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რამაც იმ დილით შეცვალა სურათი