მაია ბითაძე – გიორგი გახარიამ, როგორც ერთ-ერთმა ძალიან წარმატებულმა პრემიერმა, გააკეთა ძალიან ნათელი განაცხადი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რამაც იმ დილით შეცვალა სურათი

გიორგი გახარიამ, როგორც ერთ-ერთმა ძალიან წარმატებულმა პრემიერმა, რომელმაც საკმაოდ კარგად მართა ის კრიზისული სიტუაცია, რაც ქვეყანაში იყო და კვლავ რჩება ბევრი გამოწვევა, გააკეთა ძალიან ნათელი განაცხადი, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გიორგი გახარიას პოზიციამ შეცვალა სურათი.

„საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადასთან. ეს მისი პოზიცია იყო, რამაც პრინციპში იმ დილით შეცვალა სურათი, შეცვალა რეალობა და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი გულით და სულით და სავარაუდოდ სიხარულით ელოდებოდნენ, რომ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ, აღესრულებინათ და ელოდნენ, რომ გაიმართებოდა რაღაც შეხლა-შემოხლა, გვესმოდა მოწოდებები მათ შორის, რომ ველოდოთ სისხლისღვრას, ველოდოთ დაპირისპირებას, ამის სურვილი ისმოდა, გახარიას ამ გადაწყვეტილებამ ეს პროცესები შეანელა. იმედი მაქვს, რომ პროცესი ამ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ოპოზიციას, რომ განვითარდეს, არასდროს არ განვითარდება. ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიამ მიიღო სუბიექტური გადაწყვეტილება აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, დანარჩენს გვანახებს დრო“, – აღნიშნა მაია ბითაძე.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმ 4 პუნქტის გარშემო
შემდეგი სტატიანიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს