ჯაფარიძე ხვიჩიასთან და მეგრელიშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს
სხვა სტატიები
- გელა ნიკოლაიშვილი: ბორჩაშვილი სირიაში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს გამორიცხავს
- შალვა ნათელაშვილი: რუსებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ შექმნილი ოკუპაციური სისტემა იმსხვრევა
- უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ზურა გირჩი ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ დატოვებს პარტიას, გაიყოფა თუ არა პარტია და ვინ დარჩება თავად გირჩში.
“მოლაპარაკებები მიდის. ერთადერთი ის არის დაზუსტებული, რომ ეს 4 ადამიანი არ გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთ პარტიაში. აწი რა მოხდება, ყველაფერი ახლა წყდება”, – აცხადებენ პარტიაში.
ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, “გირჩის ბაბლშიც” დაწერა:
“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.
ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო”, – წერს ჯაფარიძე.