დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე მალხაზ მიქელაძე დაიბარეს

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 4 დეკემბერს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე.

კონკრეტული დრო ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. ის გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველო და რუმინეთი 2023 წელს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ხვიჩიასთან და მეგრელიშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს