ჯაფარიძე: ენმ და სააკაშვილი არ არსებობდნენ, მაგრამ ქართველები რაღაცას “ვატრაკებდით”

region
ავტ.: region სექტემბერი 21, 2020 15:55

ჯაფარიძე: ენმ და სააკაშვილი არ არსებობდნენ, მაგრამ ქართველები რაღაცას “ვატრაკებდით”

“მისივე კვლევით, 15.5%-იანი პარტიის ლიდერი რომ იძახის, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მოიგოს თორემ ქვეყანა დაიღუპებაო, ჯერ ეს რა განცხადებაა?! რა ქვეყანა დაიღუპება?! ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს მადლობა იმისთვის, რომ როცა ის იყო მმართველობაში, ბევრი კარგი რამ გაკეთდა და მე მხარდამჭერი ვიყავი ამ ბევრი კარგი რამის გამო, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში – ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი არ არსებობდნენ და აქ, ამ ტერიტორიაზე, ქართველები რაღაცებს ბოდიში და “ვატრაკებდით” და კიდევ დიდხანს “გავატრაკებთ”, არ გადავშენდებით. ”- დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს ან ნაციონალური მოძრაობა ან ქვეყანა დაიღუპება.

region
ავტ.: region სექტემბერი 21, 2020 15:55