ჯანმო – მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, ღარიბ ქვეყნებში კი ვაქცინების დოზები არ აქვთ

მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება და განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

„ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს”, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიანანა ტოხვაძე – ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი! მასწავლებლებს? ადამიანებს, რომლებზეც დგას მომავალი თაობების აღზრდა?!