ნანა ტოხვაძე – ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი! მასწავლებლებს? ადამიანებს, რომლებზეც დგას მომავალი თაობების აღზრდა?!

ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი! მასწავლებლებს? ადამიანებს, რომლებზეც დგას მომავალი თაობების აღზრდა?!-ყველა კვლევა, ანალიზი და შეფასება მიგვითითებს, რომ არათანმიმდევრული რეფორმების რეზულტატია შედეგების ყოველწლიური გაუარესება, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს.

როგორც ნანა ტოხვაძე აცხადებს, განათლების ხარისხზე, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასებზე ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდა არ ასახულა.

„ვის უბედავს ასეთ დაცინვას ე.წ. პრემიერი! მასწავლებლებს? ადამიანებს, რომლებზეც დგას მომავალი თაობების აღზრდა?! მოქმედი ხელისუფლებისგან სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადებული განათლება ბოლო ათწლეულია რეგრესს განიცდის. ყველა კვლევა, ანალიზი და შეფასება მიგვითითებს, რომ არათანმიმდევრული რეფორმების რეზულტატია შედეგების ყოველწლიური გაუარესება.

განათლების ჯამური ბიუჯეტი 2020 წელს შეადგენდა 1 მლრდ. 802 მლნ ლარს. გასულ წელთან შედარებით, დამატებით 64 მლნ ლარი გამოიყო, თუმცა განათლების ხარისხზე, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასებზე ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდა არ ასახულა. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების” მმართველობით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის, ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე მასწავლებელთა ხელფასები დოლარში უფრო დაბალია, ვიდრე 2013 წელს.

ახლა კი, ბატონი ღარიბაშვილი ისე გაკადნიერდა, რომ მასხრად იგდებს მასწავლებლებს და საპარლამენტო ტრიბუნასთან ანგარიშის წარდგენისას უთავმოყვარეოდ აცხადებს: „მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი, 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს”. ამას სახელსაც ვერ ვუწოდებთ!” – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, ღარიბ ქვეყნებში კი ვაქცინების დოზები არ აქვთ
შემდეგი სტატია47 წლის პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მედპერსონალს ადანაშაულებს