ჯანელიძე საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებას ეხმაურება

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებას საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ სწორედ ამ ფორმატში მოხდება ქართულ-რუსული კონფლიქტის თემაზე საუბრისა და დიალოგის გაგრძელება.

„რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, ნამდვილად, ეს დიალოგი არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, რომ სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს რეგულარული დიალოგი და ასოცირების საბჭოს ფორმატში თანამშრომლობა უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობებს ევროკავშირთან,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შესაძლოა ერთ–ერთი ამერიკული საკონსულო დახუროს
შემდეგი სტატიარუსეთის ბრალდებები საქართველოს – გრიგორი კარასინს თბილისში უპასუხეს