რუსეთმა შესაძლოა ერთ–ერთი ამერიკული საკონსულო დახუროს

რუსეთის საგარეო უწყების ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბორისენკომ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ვარიანტებს განიხილავს მოსკოვი აშშ–ი რუსეთის დიპლომატიურ საკუთრებაზე ზეწოლის საპასუხოდ.
“დიპლომატიაში არსებობს “თანაზიარობის” პრინციპი და ამერიკელებმა ამის შესახებ ძალიან კარგად იციან. რახან ისინი ასე იქცევიან, ესე იგი თანახმა არიან, რომ ჩვენც ზუსტად ასევე მოვექცეთ ამერიკულ დიპლომატიურ დაწესებულებებს რუსეთში”, – აღნიშნა ბორისენკომ რუსულ სააგენტო “Новости” –თან საუბარში.
მან არ გამორიცხა, რუსეთის ტერიტორიაზე ერთ–ერთი ამერიკული საკონსულოს დახურვა.
შეგახსენებთ, 2017 წლის სექტემბერში ამერიკის მთავრობის მოთხოვნით რუსეთმა აშშ–ში 3 დიპლომატიური ობიექტი დახურა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოსთან დაკავებული კიდევ 11 პირი დარბაზიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაჯანელიძე საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებას ეხმაურება