ჯანდაცვის მინისტრი – “ფაიზერის” 400 000 ვაქცინა ნაჩუქარი იყო და ნაჩუქრის ჩუქება არ შეიძლება

„ფაიზერის“400 000 ვაქცინა ჩვენთვის სხვა ქვეყნიდან ნაჩუქარი იყო და მოგეხსენებათ, ნაჩუქარის ჩუქება არ შეიძლება – აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ გავაჩუქეთ , – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც უპასუხა რომან გოცირიძის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გააჩუქა საქართველოს ხელისუფლებამ „ფაიზერის“ 400 000 ვაქცინა, რომელიც, მისი თქმით, „განადგურდა“.

„როგორც სხვა „ფაიზერის“ ვაქცინებს, რომელიც ახლაც შევიძინეთ, სულ 6-თვიანი ვადა ჰქონდა. შესაბამისად, როცა ის ნაჩუქარი ვაქცინები ჩვენ გვაჩუქეს, 2-3 თვეზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, შემდეგ ვადაც გაუგრძელეს და აქედან გამომდინარე დიდად არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს აგვეთვისებინა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენისთვის სასამართლოს წინაშე პირველი რუსი ჯარისკაცი წარდგება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოიყვანეს და კლინიკა “ვივა მედში” გადაჰყავთ