უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენისთვის სასამართლოს წინაშე პირველი რუსი ჯარისკაცი წარდგება

ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუს ჯარისკაცს დანაშაულის ჩადენის გამო გაასამართლებენ, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

ვენედიქტოვას თქმით, მამაკაცი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, სუმის ოლქში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაშია ბრალდებული.

საქმე უკრაინის პოლიციამ გახსნა.

გასულ თვეში, ვენედიქტოვამ „ნადირობა“ გამოაცხადა 10 რუს ჯარისკაცზე, რომლებიც ბრალდებული არიან ომის დანაშაულების ჩადენაში ბუჩაში, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს, გააუპატიურეს და მოკლეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი – “ფაიზერის” 400 000 ვაქცინა ნაჩუქარი იყო და ნაჩუქრის ჩუქება არ შეიძლება