ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს პასუხობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2020 15:28

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ნათქვამს პასუხობს, რომელმაც 7 აპრილს ონლაინ-პრესკონფერენციაზე ტიკარაძის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების პნევმოკოკზე აცრას გულისხმობს.

გამყრელიძემ თქვა, რომ ეს აცრა ძალიან კარგია და მართლაც იცავს ხანდაზმულ ადამიანებს პნევმოკოკის პნევმონიისგან, თუმცა რა გავლენა აქვს ახალ კორონავირუსზე, ამის შესახებ კვლევა არ არსებობს. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება პნევმოკოკის ვაქცინაციას, მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ, რადგან დარჩი სახლშის კამპანიის ფარგლებში, მისი თქმით, მიზანშეწონილი არ არის 60 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა.

ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხეს, თუ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციის გათვალისწინებას და თუ მაინც დაიწყება აცრები, როგორ განხორციელდება ის.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს. მისივე თქმით, ეს დეპარტმანეტი სწორედ ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და დეტალურ განსაზღვრაზე იმისა, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა ჩაუტარდეთ ეს ტესტები.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს გავდივართ როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს. მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული პროტოკოლი შემუშავებული და დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, ჩვენ დავიწყებთ ამის განხორციელებას ყოველივე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა და საფრთხე არც პანდემიის დროს და არც პანდემიის დასრულების შემდეგ,”- ამბობს ტიკარაძე.

6 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ საქართველოში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პნევმოკოკზე აცრიან, რადგან მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა საქართველოში გააანალიზეს ძირითადი დაავადებები და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები, რის შემდეგაც, მათ დაინახეს, რომ მოწყვლად ჯგუფებში ხშირადაა განვითარებული პნევმონია.

მინისტრისვე თქმით, ამ ეტაპზე უწყებას აქვს იმ ადამიანების კონკრეტული რაოდენობა და სია, რომლებსაც აცრიან და ეტაპობრივად ეს ყველა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეს შეეხება.

7 აპრილს ამ ინიციატივის შესახებ შეკითხვა დაუსვეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს. გამყრელიძემ თქვა, რომ პნევომოკოკის აცრა ბევრ ქვეყანაშია ნებაყოფლობითი და მართლაც იცავს მათ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან, მაგრამ თუ რა გავლენა აქვს მას კორონავირუსულ ინფექციაზე, ამაზე ჯერჯერობით კვლევები არ არსებობს.

გამყრელიძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ დაინერგება პნევმოკოკის აცრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პანდემია და ეპიდემია გადაივლის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2020 15:28

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics