საქართველოში 2 000 “ოქროს სტანდარტის” PCR-ტესტია და ქვეყანაში უკვე შემოვიდა დამატებით 10 000 ასეთი ტესტი

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტებზეც ისაუბრა. ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში 2 000 “ოქროს სტანდარტის” PCR-ტესტია და ქვეყანაში უკვე შემოვიდა დამატებით 10 000 ასეთი ტესტი. მინისტრის თქმით, გზაში კიდევ 18 000 PCR-ტესტია და საერთო შეკვეთის რაოდენობა 84 000-ია.

“გარდა ამისა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზე გვაქვს 4 000 და გზაშია 20 000. საერთო რაოდენობას ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, ჩვენ 24 000-ს ველოდებით,”- ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომლებსაც მინისტრის თქმით, მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან და რომლებსაც მისივე განმარტებით, საკმაოდ ფრთხილი გამოყენება სჭირდება და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენებენ ამ ტესტებს, მათი რაოდენობა ამ ეტაპზე 2 000 და კიდევ 58 000 არის გზაში.

“საერთო შეკვეთების რაოდენობა, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან იქნება დადასტურებული მათი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით ეს 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,”- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს პასუხობს