ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე ასფალტის საფარი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის მოწყობა ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ განხორციელდა.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. 3 842 კვ. მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო. მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

პროექტისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, 269 840 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:ივანიშვილმა ქართველ ამომრჩეველს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება, ქართულ საზოგადოებას კი თავისუფლების განცდა!
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია