ივლისში, შარშანდელთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.7 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის ივლისში საბერძნეთიდან 11 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა, იტალიიდან 9,9 მილიონის, ესპანეთიდან 2,7-ის, ხოლო გერმანიიდან კი 2,4 მილიონის. 1,4 მილიონი დოლარი შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. რუსეთიდან ტრანსფერებმა 37,7 მილიონი დოლარი შეადგინა, აშშ-დან 11 მილიონი, 7,3 მილიონი შემოვიდა თურქეთიდან, ისრაელიდან 4,9, უკრაინიდან 1,6.

2016 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.7 მლნ აშშ დოლარი (36.8 მლნ ლარი) გაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (28.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სანაპიროებზე ზღვაში შესვლა კვლავ აკრძალულია
შემდეგი სტატიამერაბ მეტრეველი ხელვაჩაურის გამგეობას უკანონობაში ადანაშაულებს