ივანიშვილსაც პირადად ვეტყვი, რომ დებილი ხელისუფლებაა – მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისელებთან ერთად აქცია-მსვლელობისთვის ემზადება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 12, 2018 11:54

ივანიშვილსაც პირადად ვეტყვი, რომ დებილი ხელისუფლებაა – მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისელებთან ერთად აქცია-მსვლელობისთვის ემზადება

შვილმოკლული მამები აქცია-მსვლელობის დასაწყებად ემზადებიან. აქცია პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია-მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობიდან დაიწყება და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დასრულდება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში პანკისელები ჩამოვიდნენ, სოფელ დუისიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებს დღის 14:00 საათისთვის ელოდება.

აქცია რუსთაველიდან სწორედ ორ საათზე დაიწყება. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნაა იმ სპეცოპერაციის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი დაისაჯოს, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის დასჯას ითხოვს.

„დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ სისხლიანი ტერაქტის მონაწილეები, რომელიც იქნა ჩადენილი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში.

ესენი უნდა დაისაჯონ მთელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს. რომ არა ელისო(კილაძე) და „რუსთავი 2“ ეს დებილი ხელისუფლება გველეშაპივით გადაყლაპავდა ხალხს, იმიტომ რომ ეს არის დეგენერატი, დებილი ხელისუფლება და ივანიშვილს ამას ვეტყვი პირში“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან პოლიცია უკვე მობილიზებულია.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 12, 2018 11:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics