მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროსა და არასამთავრობოებს მიმართავს, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება მოახდინონ
შემდეგი სტატიაივანიშვილსაც პირადად ვეტყვი, რომ დებილი ხელისუფლებაა – მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისელებთან ერთად აქცია-მსვლელობისთვის ემზადება