ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით – ხაბეიშვილი

„ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, ცვლილებები უნდათ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და არა ივანიშვილის პირად კეთილდღეობაზე ან საკუთარ ჯიბეზე, რასაც იგივე ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის გამდიდრებით არის ცნობილი და არა იმით, რომ ხალხზე იზრუნა, ამიტომ ცხადია, რომ მისი ეს განცხადება აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომელსაც გრძნობს ივანიშვილის პარტია, ოღონდ გრძნობს საფრთხეს, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, რომელსაც საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს, 2024 წელი არის შესაძლებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას გამოიყენებს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშირეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს ადამიანი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება – ხაბეიშვილი გია ხარჩილავაზე
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, ისანი-სამგორის რაიონში “ჯი ეს დი სი ჯგუფის” პროექტი – Grand Oasis Towers შენდება