ივანიშვილის ნებართვა სჭირდება ციხეში პოლიტპატიმრების მონახულებას – გოცირიძე

პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ არ გვიშვებს ჩვენი ფრაქციის დეპუტატებს ციხეებში პოლიტპატიმრების მოსანახულებლად. როგორც ჩანს, ამასაც ივანიშვილის ნებართვა სჭირდება.

მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავის მოვალეობა და ნუ არღვევს პარლამენტის წევრის კონსტიტუციურ უფლებებს. მაგიდაზე უდევს ჩემიგანცხადება დღეისათვის ირაკლი ოქრუაშვილთან შესვლის შესახებ და კეთილი ინებოს, მოაწეროს ხელი.

სამარცხვინოა და ცინიკური, როცა ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, თინა ბოკუჩავას უარს ეუბნებიან მისი ძმის, გიორგი რურუას მონახულებაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის დაპატიმრებული, რომ ერთი აქტიური ადამიანი გამოაკლდეს საპროტესტო აქციებს. ვერ აცნობიერებენ, რომ პროტესტი სახალხო ფორმას იძენს და ცალკეული პიროვნებების განეიტრალება ამას ვერ შეუშლის ხელს – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს, გამოსავალი პოლიტიკური კონსენსუსია
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : არ მინდა, საქართველოში ვიხილო ძალადობითა და რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა