„ივანიშვილის მიერ დანერგილი მახინჯი სისტემა ძირგამომპალია“ – ზაალ უდუმაშვილი წულუკიანის ულტიმატუმზე

თეა წულუკიანის წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები და მისი ულტიმატუმი – იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი აღნიშნა, რომ გუნდში ულტიმატუმებს არავინ აყენებს.

აღნიშნულზე ეხმაურება, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით,მაშინ როცა მინისტრი მთავრობას ულტიმატუმის ენით ესაუბრება, ეს ფაქტი გუნდში არსებულ კრიზისზე მოუთითებს:

„ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილი ეს მახინჯი მმართველობის სისტემა მთლიანად ძირგამომპალია და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. ჩვენ, პრაქტიკულად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილია პრაქტიკულად, ვინაიდან მთავრობის წევრები ასე სატელევიზიო ეთერებით საქმეებს ურჩევენ ერთმანეთს. გუშინ მოვისმინეთ თეა წულუკიანის პირდაპირი ულტიმატუმი მთავრობის მიმართ, სადაც მუქარა გააჟღერა. დღეს მოვისმინეთ მთავრობის მეთაურის ენის მოჩლექით საუბარი და პრაქტიკულად, ბოდიში თეა წულუკიანის მიმართ,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – პროგრამით „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლები 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტის მიღებას შეძლებენ
შემდეგი სტატია,,ეს არ არის მთავრობა, სადაც ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ვესაუბრებით, ეს არის გუნდი, სადაც ყველას შეუძლია, გამოვთქვათ განსხვავებული პოზიცია”