თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა.
საკრებულოს სხდომაზე 26 დეპუტატმა მხარი დაუჭირა სტატუსის შეცვლას, ხოლო 3 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.