ივანიშვილი : გელა ხვედელიძე “უაპელაციოდ გავწირეთ”

ბიძინა ივშნივილმა მედიასთნ დღევანდელ შეხვედრაზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვედელიძე უაპელაციოდ გაწირეს:
„მათი გადაღებული კადრებიდან ერთი გაავრცელა გელა ხვედელიძემ. დღესაც გულის ტკვილით ვიხსენებ, რომ ამხელა შეცდომა დაუშვა. უაპელაციოდ გავწირეთ ეს კაცი, ვერ ვაპატიეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადაღებული კადრი გაავრცელა“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ 100 მილიონზე მეტი მარტო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებაზე დახარჯა. ივანიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტის და ბიზნესიდან წართმეულ ფულს ასეთი კადრების მოგროვებაში ხარჯავდა:
„იჭერნენ უდანაშაულო ადამიანებს, აწამებდნენ, რომ გაეგოთ, ციხეში როგორი მძიმე სიტუაცია იყო და ამით საზოგადოების დათრგუნვას და დამორჩილებას ცდილობდნენ. ეს იყო ტოტალური მეთოდი, რომელსაც მთელ საქართველოში იყენებდნენ. ამაზე იტყვიან უარს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი სააკაშვილზე – “ამ კაცს რისი გონება ქონდა? ვერაფერში ვერ აჩვენა”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : არჩევნებში მეორე ტურს თავისი ხიბლი აქვს